ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა სოფელ მატანში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი ექნებათ, სადაც კეთილმოეწყობა გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები.
სოფელ მატანში თანამედროვე სპორტული დარბაზი გაიხსნება
29/06/2017