სოფელ მარტყოფში, 3 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

03/02/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პავლე გამყრელიძესთან ერთად პროექტის მიმდინარეობის პროცესი ადგილზე მოინახულა. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორი კომპანია ვადის გადაცილებით ასრულებს სამუშაოებს, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას. მას შემდეგ, რაც რწმუნებული ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას, პროექტის შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს მისცა გონივრული ვადა, რათა არსებული პრობლემები მოაგვარონ და სამუშაოები გარკვეულ ეტაპამდე მიიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან დადებული ხელშეკრულება შეწყდება. სოფელ მარტყოფის 3 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დაფინანსდა გზების დეპარტამენტის მიერ და მისმა ღირებულებამ 3 000 000 ლარამდე შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0