სოფელ ლიხაურში, “თვითმმართველობა განათლებისათვის ფარგლებში” საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

06/10/2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, საკრებულოს ინიციატივითა და ელექტრონული პეტიციის გაცნობის მიზნით, “თვითმმართველობა განათლებისათვის ფარგლებში” საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
ადგილობრივებს, საკოორდინაციო შტაბის წარმომადგნელებმა, მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე დეტალურად ესაუბრნენ და ამ ბრძოლის პროცესში მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი ელექტრონული პეტიციის გაცნობას დაეთმო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ლიხაურლებმა აქტიურად დაიწყეს ამ მექანიზმის გამოყენება და ერთი ელექტრონული პეტიცია მათი მხრიდან საკრებულოში უკვე შევიდა. იქვე მსჯელობის შედეგად გაჩნდა იდეა, რამდენიმე საკითხის ირგვლივ ახალი პეტიციების შემუშავების. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის”- პროექტი ხორციელდება „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლის“ მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
თვითმართველობა განათლებისთვის პარტნიორებია:
ოზურგეთის პროგრესის სახლი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center Sdgk Ngo.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0