სოფელ ლეწურწუმეში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

19/06/2023

სოფელ ლეწურწუმეში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0