სოფელ ლემშვენიერასა და ახალ სამგორში გარე-განათების ახალი სისტემა ე.წ LED სანათები დამონტაჟდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „ქსელმშენი“ 437 980 ლარად ასრულებს.
სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლემშვენიერაში, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება და ახალი დიოდური სანათები დამაგრდება 181 ბოძზე.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტიპის LED სანათების ძირითადი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც ელექტროენერგიის ხარჯს 70-80 პროცენტით დაზოგავს.