სოფელ კუმისში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

05/05/2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. 440 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა – მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, მოწესრიგდა სკოლის გარე სივრცეები, დამონტაჟდა გათბობისა და წყლის სისტემები, შენობა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. სოფელ კუმისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, განახორციელა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 2,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0