სოფელ კრისხევში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

23/08/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დღეს, 23 აგვისტოს, სოფელ კრისხევში იმყოფებოდნენ და პროცესებს ადგილზე ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი.
მათი განმარტებით, კრისხევის ამბულატორიის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 46 597 ლარს შეადგენს, სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0