ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხოვანის მეტალოკონსტრქიის ხიდის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სოფელთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა წყალგამტარი მილებით, ასევე მოხდება ხიდზე არსებული სავალი ნაწილის დემონტაჟი და ახალი სავალი ნაწილი მოეწყობა.
მეტალოკონსტრუქციის ხიდი 18 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის იქნება, პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ მის მოადგილეებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.
სოფელ კეხოვანის მეტალოკონსტრქიის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25/01/2018