სოფელ კარწახში საბავშვო ბაღი პირველად გაიხსნა

27/12/2018

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა – ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ კარწახში სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას არასდროს უფუნქციონია. შენობა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა და ყველა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
ამ დროისთვის, ახლადგახსნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 30-ზე მეტ ბავშვს უკვე ემსახურება. საბავშვო ბაღში 8 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0