სოფელ ილიაწმინდაში ახლად რეაბილიტირებული სკვერი საზეიმოდ გაიხსნა

20/10/2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ახლად რეაბილიტირებული სკვერი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი და სოფლის მკვიდრი მოსახლეობა ესწრებოდა.
სკვერის გახსნის აღსანიშნავად ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შემოდგომის ზეიმიც მოაწყეს. საღამო მეტად პოზიტიურად წარიმართა, ამიტომ, სოფლის მოსახლეობამ ერთხმად გადაწყვიტა ეს დღე ტრადიციად აქციოს და მომავალში სოფლის დღეობად ჩამოყალიბდეს.
შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერში მოწესრიგდა ნიადაგი, დაიგო ბეტონის დეკორაციული ფილები, გამწვანდა და გაკეთდა გარე განათება. ასევე, განლაგდა დასასვენებელი სკამები და საბავშვო ატრაქციონები.
პროექტმა, რომლის ღირებულებამაც 36 021 ლარი შეადგინა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0