სოფელ თამარისში სპორტული კომპლექსი გაიხსნა

28/09/2021

მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა ერთობლივად გახსნეს. 200 ბავშვზე გათვლილი კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 841 698 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორ სართულიანი შენობა. ადგილზე მოეწყო დარბაზი, ტრიბუნები, გასახდელები, სატრენაჟორო სივრცე, მედ-პუნქტი და ადმინისტრაციული ოთახი. ახლადაშენებულ დარბაზი აღიჭურვა, სპორტული ინვენტაით და ადაპტირდა განსაკუთრებული საჭოროების მქონე პირებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0