ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზოტიკიანთკარი-შალიკიანთკარის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები 6 მაისს მოინახულა მერის წარმომადგენელმა ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში, გენადი გულბათაშვილმა, რომლის თქმითაც პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ სოფლებს მოეხსნებათ სასმელი წყლის პრობლემა. სამუშაოებს აწარმოებს შპს “თერგი”.
სოფელ ზოტიკიანთკარი-შალიკიანთკარის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
07/05/2019