სოფელ ზემო აძვისში გზის მოასფალტების პროექტი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს

19/05/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აძვისში გზის მოასფალტების პროექტი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერიის ეკონომიკის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა. მათი განმარტებით, პროექტს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 476 176 ლარს შეადგნს. ზემო აძვისში გზის მოასფალტების სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0