სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ სადგურის უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოებს საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ”სერპანტინი” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 400 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა 570 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის სანიაღვრე. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ რომ სოფელ ვაჩნაძიანის გზის რეაბილიტაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს დაიგეგმა და სამუშაოების პირველი ეტაპი 2016 წელს განხორციელდა: (იხ. ლინკი: https://www.facebook.com/pg/GurjaaniMunicipality/photos/… )
სადგურის უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ორივე ეტაპი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ სადგურის უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
28/06/2017