სოფელ ვაკიჯვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

06/08/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სოფელ ვაკიჯვარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დაესწრო.
ვაკიკვრის თემში სოფლის პროგრამით ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს მილხიდის მოწყობა ფამფალეთში, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ვაკიჯვრის ცენტრში, საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და ლოკალური წყლის სისტემის მოწყობა, რომლითაც ვაკიჯვრის მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.
გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გოჩა აბაშმაძესთან და გამგებლის წარმომადგენელთან ვაკიჯვრის თემში – როლანდ ხუნდაძესთან ერთად დაათვალიერა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0