სოფელ ერკეთის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

27/04/2021

ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფელ ერკეთის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. შენობა დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა; პროექტის ღირებულება 1718000 ლარს შეადგენს, სამუშაოებს შ.პ.ს. “ჯავა” ახორციელებდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა და დასრულდა, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურის 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტიც, რომლის ღირებულება 2345000 ლარი გახლავთ, სადაც სამუშაოები შპს “ენენ ჯგუფმა“ ჩაატარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0