სოფელ დისველში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა

21/07/2018

20 ივლისის საღამოს სოფელ დისველში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა. სტიქიამ, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ადგილობრივების რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი მსუბუქად დააზიანა, ხოლო მერაბ ქედელიძის სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.
დღეს დილიდან სტიქიის ადგილზე ვითარების შესასწავლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელი მთლიანად დაათვალიერეს და დაზარალებულ ოჯახებს დახმარება აღუთქვეს.
მერაბ ქედელიძემ კერძო აუდიტი უკვე გამოიძახა, რომელიც ზარალს შეაფასებს და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულს დახმარებას აღმოუჩენს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0