სოფელ დარჩელში რკინა-ბეტონის გზა დაიგება

Monday March 7th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში რკინა-ბეტონის 2 კილომეტრიანი გზის დაგება უახლოეს მომავალაში დაიწყება. დარჩელის ადმინისტრაციული ცენტრიდან ტელმანის უბნამდე გზის მოსაწყობად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 550 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ რკინა-ბეტონის საფარი 18 სმ უნდა იყოს. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 თვეში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0