სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა

21/11/2019

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში 144 ჰა ფართობზე 80 ათასამდე ნერგი დაირგო. 2020 წლიდან ნახანძრალი ტყის აღდგენის სამუშაოები დარჩენილ 106 ჰა ფართობზე გაგრძელდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2018-2019 წლებისთვის მომზადებული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე ჯამში 282 730 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო. სამუშაოებში, მეტყევე-სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0