ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ამ ეტაპზე გარე ფასადის სამღებრო და შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, 18 სექტემბერს, გომის სააღმზრდელო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრიდან დაიწყება.
აქამდე შენობაში, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო გარემონტებული, ერთი სააღმზრდელო ჯგუფი ფუნქციონირებდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შესაძლებელი იქნება აღსაზრდელების რაოდენობის გაზრდა.
გომის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და ჯამში 35 281 ლარს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში პატარებს ემსახურება სრულად რეაბილიტირებული 18 საბავშვო ბაღი, რაც მომავლი თაობების აღზრდა-განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სოფელ გომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
18/09/2019