სოფელ ბროლოსანში ამბულატორიის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

18/09/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსანში ამბულატორიის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, 18 სექტემბერს სოფელ ბროლოსნის ამბულატორიაში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, სოფლის ამბულატორიები, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის თვალსაზრისით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
აღნიშნული პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ 39 959 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0