სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღი, რომელშიც ამჟამად 40 აღსაზრდელია, ემსახურება სოფელ ბორბალოს და ღოუბნის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. საბავშვო ბაღის შენობის მოძველებული ინფრასტრუქტურა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნის, მთლიანად არის მწყობრიდან გამოსული შენობის სახურავი, კედლები, შენობაში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყალი, ხოლო არსებული ოთახები არ შეესაბამება სტანდარტებს. საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს შემუშავდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. პროექტით გათვალიწინებულია შენობის სახურავის გადახურვა თუნუქით, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, შენობაში კოსმეტიკური რემონტის ჩატარება და სხვა.
ახლადრეაბილიტირებული ბაღის შენობა გათვლილი იქნება 60 ბავშვზე. შენობაში შეიქმნება გაუმჯობესებული პირობები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკური აღზრდის პროცესს. გათვალისწინებულია აღსაზრდელთა ერთი ჯგუფის და შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.პროექტის ღირებულება შეადგენს 79293,60 აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი 75328,92 ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი 3964,68 ლარი.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 5 მაისს დაიწყო და დასრულდება 2016 წლის 1 ნოემბერს.
სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
18/05/2016