კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების პროექტის ფარგლებში ასფალტის მეორე ფენის დაგება დასრულების პროცესშია. ასფალტის დაგებამდე მოეწყო გზის საფუძველი და რკინა ბეტონის კიუვეტები. ასევე დაგეგმილია გზის გადამკვეთების და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა.
სოფელ ბოჟამთან მისასვლელი 2 567 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას შპს „ენ-დი როუდი“ახორციელებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მერიისთვის პრიორიტეტულია, განსაკუთრებით კი სოფლად მისასვლელი რათა მოსახლეობას ეს პრობლემა არ აწუხებედეს“.
სოფელ ბოჟამში გზის მოასფალტება სრულდება
20/07/2022