სოფელ ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის და ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15/10/2019

სოფელ ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს, დღეს 15 ოქტომბერს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი.
წყლის სათავე ნაგებობის მასშტაბური პროექტი გარდამავალია, ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, მიმდინარე წელს კი მოხდება სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციის დასრულება. სამუშაოების განხორციელების შემდეგ, დაბა სურამში, იტრიის უბნებსა და მიმდებარე სოფლებში, ხარისხიანი წყალმომარაგების მეტად მტკივნეული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. პროექტით 3000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1248 991 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო სახსრების თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0