სოფელ ბეკამში და გვერდისუბნის დასახლებაში გზების მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

14/08/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან – სერგო ლალიაშვილთან და გიორგი პაპიაშვილთან ერთად სოფელ ბეკამში და გვერდისუბნის დასახლებაში გზების მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მოასფალტების გარდამავალი, ორწლიანი პროექტი, რომლის ღირებულებაც 960 555 ლარია, მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზის მოასფალტების შედეგად, ბეკმისა და გვერდისუბნის გზით 1500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათს გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0