მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბევრეთში, 7 ივლისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ სოფლის შიდა გზები დააზიანა, რის შემდეგაც სამანქანო მიმოსვლა შეუძლებელი გახდა. მეორე დღეს, შაბათს, 8 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე ტექნიკის დახმარებით სამანქანო გზა აღადგინა. ამ წუთებში, ნაკლებად დაზიანებული უბნების აღსადგენად, სოფლის შიდა გზებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
სოფელ ბევრეთში ძლიერმა წვიმამ სოფლის შიდა გზები დააზიანა
10/07/2017