ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში დაიწყო ასფალტირების სამუშაოები გზის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტში. აღნიშნული პროექტისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა 252 701 ლარის ოდენობით. პროექტით ისარგებლებს სოფელ ბებნისის 1500-მდე მოსახლე და დაიგება 1 კმ-ანი გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „იბოლია“.
სოფელ ბებნისის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
03/08/2017