სოფელ ბახვში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

03/10/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღის მშენებლობა ბახვში გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. საბავშვო ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გახსნეს.
„ბახვის საბავშვო ბაღი რიგით მეორეა 4 საბავშვო ბაღიდან, რომლებიც მიმდინარე წელს ოზურგეთის მუნციპალიტეტში აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პატარები ნორმალურ გარემოში აღიზარდონ. მოწესრიგებულია სამყოფი ოთახები, სამზრეულო და სველი წერტილები. ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. მინდა მივულოცო სოფელს და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ბახვის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 394 000 ლარი დაიხარჯა. მსგავსი ტიპის საბავშვო ბაღები 2016 წელს სოფელ ცხემლისხიდსა და სოფელ ოზურგეთში გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0