სოფელ ბარეთსა და თეჯისში მილ-ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

20/11/2019

წალკის მუნიციპალიტეტში დასრულების ფაზაშია სოფელ ბარეთისა და თეჯისის დამაკავშირებელი მილ-ხიდის მშენებლობა. პროექტის განხორციელების აუცილებლობა დაახლოებით ერთი წლის წინ უხვი ნალექის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულმა ზარალმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერთად ერთად ადგილზე პირადად გაეცნო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 158 256.3 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0