ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის მოსახლეობას სულ მალე საკანალიზაციო და წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები მოუგვარდება,ამისთვის საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოების ღირებულება 580.048 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა. გუბერნატორის განცხადებით მიმდინარე სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ვადებში სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
სოფელ ახალციხეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს
17/07/2020