რეაბილიტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ფერაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გახსნეს. საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ნუგზარ ფერაძემ ბაღის პედაგოგებს და მათ აღსაზრდელებს განახლებული შენობის გახსნა მიულოცა – ვულოცავ არგვეთის მოსახლეობას, თითოეულ აღსაზრდელს, პედაგოგებს და მომსახურე პერსონალს. განახლებული ინფრასტრუქტურა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვებმა განათლება შესაფერ გარემოში, ადგილზე მიიღონ. მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. არგვეთის # 34 ბაღის კეთილმოწყობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომელზეც 90321 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
სოფელ არგვეთაში საბავშვო ბაღის განახლებული შენობა გაიხსნა
21/02/2019