ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში სანიაღვრე არხის-სადრენაჟე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საპროექტო დოკუმენტაცია, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასა და USAID Zrda პროექტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, USAID Zrda-ს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 24 774 ლარი შეადგინა. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა და პროექტ Zrda-ს წარმომადგენელმა ნონა თათეშვილმა. მათი განმარტებით, პროექტი ადგილობრივების საჭიროებიდან გამომდინარე ხორციელდება და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
სოფელ ალში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს
22/05/2019