სოფელ აგარაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

28/05/2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, პირველ მოადგილე დავით ვარდიაშვილთან, მოადგილე შოთა როსტიაშვილსა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს მარინა გაჩეჩილაძესთან ერთად გაეცნო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 5 სოფელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 400 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0