სოფელ ფერმაში, ავტობანიდან სოფელში მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების პარალელურად – სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, მისი სიგრძე 640 გრძივი მეტრია, ღირებულება კი 10 000 ლარი. სამუშაოს შპს „გორის #1 საგზაო სამმართველო“ ასრულებს.
სოფელი დღემდე ჭებით სარგებლობს. პროექტის დასრულება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა ჩიტაშვილმა.
სოფელი ფერმა სასმელ წყალს მიიღებს
29/09/2016