გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების საჭიროებაზე გაამახვილა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. აკადემიის წევრების განცხადებით, თანამედროვე ყოფაში, მწვანე ეკონომიკის განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რასაც ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას წაახალისებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სოლომონ პავლიაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა
29/06/2020