სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინა

22/08/2018

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საქართველოს პარლამენტში მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა. როგორც წარდგენისას სოზარ სუბარმა განაცხადა, შოთა რეხვიაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ქვემო ქართლის რეგონში, კარგად იცნობს მხარის პოტენციალსა და გამოწვევებს. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

“მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ- მინისტრსა და მთავრობას ნდობისთვის. კარგად ვიცნობ მხარეს და ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციიდან რეგიონის ხელმძღვანელობა. მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნები მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად დავეხმარები მათ პრობლემების სწრაფ გადაწყვეტაში. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილზე ინტენსიურად ვითარდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რათა ხალხმა ყოველდღიურად იგრძნოს პროგრესი და დადებითი ცვლილებები“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0