დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა.
„ახალი სკოლის“ მოსწავლეები „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობენ და მინისტრთან შეხვედრისას ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებით დაინტერესდნენ.
სოზარ სუბარმა მოსწავლეებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დევნილი ახალგაზრდები საზოგადოებაში ინტეგრირებულები და წარმატებულები არიან.
შეხვედრისას მინისტრი სოზარ სუბარი მოსწავლეებს დაპირდა, რომ მათთან ერთად ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებას მოინახულებს, სადაც ბავშვებს თანატოლების პირადად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.
„ახალი სკოლის“ მოსწავლეები „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობის შედეგების შესაჯამებლად გამოფენას გამართავენ.
სოზარ სუბარი საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა
13/04/2016