„ბავშვების, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მიუღებელი, მით უმეტეს, ასეთი პირდაპირი ფორმით“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით ფოტოს გადაღების ფაქტს.
„უნდა შესწავლილი იქნეს ეს საკითხი და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია
18/09/2017