ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხაშურის მე-4, ხცისის და წრომის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. მერთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელი მანანა აბაზაძეც.
ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 79 061 ლარია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სველი წერტილებისა და საკლასო ოთახების რაბილიტაცია. სოფელ ხცისის ივანე ხრიკულის საჯარო სკოლაში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა ღირებულებაც 56 064 ლარია. წომის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 66742 ლარს მოიცავს. პროექტით გათვალისწინებულია იატაკის გამოცვლა.
მუნიციპალიტეტის მერი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სკოლების დირექტორებსაც გაესაუბრნენ და იმსჯელეს სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობებზე სკოლების მიმდინარე და გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე.
სამინისტროს წარმომადგენლებმა ზოგადად დადებითად შეაფასეს ხაშურის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა.
სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება. შედეგად, როგორც ხაშურის მე-4, ისე ხცისისა და წრომის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების სამუშაო და სასწავლო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება
16/08/2019