აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2016 წლის 11 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა,ვალერი ბერაძემ და სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელმა ჯგუფმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონული ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ვიგორა“ ასრულებს.
ძირითადი, ფუნდამენტური სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, ამ დროისთვის ოთახებისა და დერეფნების რემონტი მიმდინარეობს. მალე სოფელს ევროპული სტანდარტების სასწავლო დაწესებულება შეემატება, სადაც მოსწავლეებს სწავლისთვის კომფორტული გარემო და ყველა საჭირო რესურსი ექნებათ. სკოლა ასევე, ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის – აღნიშნა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 490 817ლარს. პროექტის მიხედვით ასევე, მოეწყობა ლითონის ღობე და ეზოში დაიგება ბეტონის ფილა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ბიუჯეტია 5 336 900 ლარი. პროგრამის მიხედვით მიმდინარე წელს ხორციელდება 13 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
11/05/2016