პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის ორივე კორპუსს: გარემონტდა შენობის სახურავი და ფასადი; გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები.
ასევე, მოეწყო კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყლის, წყალარინებისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად 1080 მოსწავლე და 101 მასწავლებელი სივრცეების პარალელურად საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, ექიმის კაბინეტითა და სააქტო დარბაზით შეძლებს სარგებლობას. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ახლადრეაბილიტირებული სკოლა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ლევან სუხიტაშვილთან, რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან, მერის მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის
06/11/2023