გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიმართეს.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის 2015 წელს სკოლამდელი განათლების სტანდარტში შევიდა ცვლილება და აისახა გარემოსდაცვითი კომპონენტი; 2016 წელს შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო – ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”; სექტემბრის თვიდან ახალი სახელმძღვანელო ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” ოფიციალურად დაინერგა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში; სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გადამზადდა ქ. თბილისის ყველა საბავშო ბაგა-ბაღის (160-მდე) მეთოდისტი და აღმზრდელი.
შეხვედრაზე მეთოდისტებს და აღმზრდელებს სერთიფიკატები გადაეცათ, რომლებმაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიარეს ტრენინგი – ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
დღესვე, გასართობ-შემეცნებითი პროექტის – ,,გაიცანით პატარა გარემოსდამცველები” პრეზენტაცია გაიმართა..
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წელს “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სახელმძღვანელოს საქართველოს რეგიონების საბავშვო-ბაღებში დანერგავს.
“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
28/12/2016