სკანდალური დოკუმენტი – სავარაუდოდ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება

16/03/2016

ოფიაციალურმა ბრიუსელმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მთავარ პირობად სწორედ ეს პუნქტი დადო. კიევი და თბილისი იძულებულები არიან დასთანხმდეს ევროკავშირის მაღალჩინოსნების საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს, რათა დიდი ხნის ნანატრი ოცნება აისრულონ – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ორივე ქვეყნის ადგილობრივ მოსახლეობაში ევროკავშირის მთელი რიგი მოთხოვნები მალე დიდი საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი გახდება.
და აი, უკრაინის მთავრობა აქვეყნებს დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მალავს. ეს ის დოკუმენტი გახლავთ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერამდე შეიქმნა და რომელიც უმთავრესი პირობაა ევროლიბერალიზაციისთვის. უკრაინის მთავრობამ დადო თავის ოფიციალურ ვებ-პორტალზე „ადამიანის უფლებების დაცვის ნაციონალური სტრატეგიის რეალიზაციის გეგმა 2020 წლამდე“. აქ საუბარია იმაზე, რომ 2017 წლის მეორე კვარტალში ერთსქესიანთა ქორწინება უკრაინაში იქნება ლეგალიზებული. დოკუმენტში ასევე მითითებულია „დისკრიმინაციული“ აკრძალვის მოხსნა აუცილებლობა ტრანსგენდერების მიერ ბავშვის აყვანაზე. შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიულ აქტებში შეტანილ უნდა იყოს 2016 წლის მეოთზე კვარტალში.
მანამდე კი ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში შესაბამისი ფონი უნდა შეიქმნას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0