სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

27/04/2021

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან”-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ, ქვეყანაში “სინოფარმით” აცრები კი მაისიდან დაიწყება. მინისტრის განცხადებით, საქართველოში იმუნიზიაციის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება.

“18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის პორტალი 8 საათზე გაიხსნება. გაფართოვდება ქსელიც, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ მას 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 138 ცენტრში იქნება შესაძლებელი ,“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0