სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის საქართველოს ისტორიის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა. მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია, საიდანაც მან სვეტიცხოვლობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.
„თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს და ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.