სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში “თემობა 2016″გაიმართა

08/08/2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო დღესასწაული „თემობა 2016″ გაიმართა. დღესასწაულში სამი ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელი მონაწილეობდა.“ თემობა 2016“ სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული. ე.წ სათემოზე გაიმართა დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში. გამარჯვებულებს ჭიათურის მუნიციპალიტეტისაგან ფულადი პრიზები გადაეცათ.
დღის დასკვნითი ღონისძიება- სადღესასწაულო კონცერტი სოფელ თვალუეთში გაიმართა. მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები მერაბ სეფაშვილი, თემურ წიკლაური, თეატრალური კვარტეტი, პაროდისტი ბიძინა მახარაძე და სხვები წარსდგნენ. საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. გამგებელმა თვალუეთში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მოსახლეობას თემობის დღესასწაული მიულოცა, ორგანიზატორებს კი ღონისძიების მოწყობისათვის მადლობა გადაუხადა. თემობის დასკვნით ღონისძიებას ასევე ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურებიც ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის, თემობის ტრადიცია 2013 წელს აღდგა. დღესასწაულის აღდგენის ინიციატორები მალხაზ დაირაკლი ბიწაძეები არიან. დღესასწაული სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0