სვანეთში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი ტარდება

24/02/2024

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სვანეთში ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ატარებს. ღონისძიების ფარგლებში მესტიაში სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეებია მოწყობილი. ფესტივალზე 20-მდე ადგილობრივი მზარეული, კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმროა წარმოდგენილი. „გემო ფესტზე“ სპეციალურად ბავშვებისთვის თამაშები, შეჯიბრი და ვორკშოპები ტარდება. ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად დაესწრო. „გემო ფესტის” მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0