სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში

01/07/2016

1 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სტუდენტებსა და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, შემოსავლების სამსახურში გავლილი სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. ერთთვიანი სტაჟირების კურსი 16 მაისს დაიწყო. 32-მა სტუდენტმა, პროფესიის მიხედვით შესაბამისი სწავლების კურსი შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტში გაიარა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, სდუდენტებს ერთთვიანი კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა. შემოსავლების სამსახურის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ შემოსავლების სამსახურში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, სტუდენტებს შემდგომ საქმიანობასა და კარიერულ ზრდაში დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0