სენაკში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, განახლდა დაზიანებული ასფალტის საფარის კაპიტალური ორმული შეკეთების სამუშაოები, რომლის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ ახორციელებს.
უახლოეს დღეებში, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში , ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება ნიკო ნიკოლაძის, ხურციას და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე.
ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ბინების ეზოებში დაიგება ასფალტობეტონის საფარი.