სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად თუ სოფლად, განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

07/10/2020

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად თუ სოფლად, განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ მოსახლეობის საჭიროებაზეა გათვლილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე მრავალბინიანი ფასადების კეთილმოწყობის პროცესი და ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა. ასევე დაათვალიერეს სენაკის რკინიგზის სადგურთან განთავსებული საქართველოში პირველი ავტომობილის მაკეტი, რომლის ისტორია სწორედ სენაკს უკავშირდება. 1907 წელს აზნაურმა ვარლამ გვათუამ სენაკში ჩამოიყვანა სავარაუდოდ ,,დაიმლერის” ფირმის ავტომანქანა.
ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, სენაკის რკინიგზის სადგურთან, საქართველოში პირველი ავტომანქანის სიმბოლური ინსტალაცია მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0